სახალხო დამცველმა კახეთის რეგიონში მდებარე შშმ პირთა სათემო მომსახურებები მოინახულა და დაწესებულებებში მცხოვრებ პირთა უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო

2024 წლის 7 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კახეთის რეგიონში, სოფელ საქობოსა და სოფელ გრემში მდებარე შშმ პირთა სათემო მომსახურებები მოინახულა და დაწესებულებებში მცხოვრებ პირთა უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, სახალხო დამცველმა სათემო მომსახურებების ფიზიკური გარემო, ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები, სასადილო სივრცეები, სველი წერტილები, ეზო დაათვალიერა და სათემო ორგანიზაციების ადმინისტრაციას, თანამშრომლებსა და ბენეფიციარებს გაესაუბრა.
„ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციებში უსაფრთხო გარემოსა და პირობებზე, სანიტარულ მდგომარეობაზე, სათანადო კვებასა და ზრუნვის ასპექტებზე, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური აქტივობის ხელშემწყობის მნიშვნელობაზე.
სახალხო დამცველი განაგრძობს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით საქმიანობაზე, არსებულ სათემო მომსახურებებში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ქვეყანაში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მონიტორინგს.
სათემო ორგანიზაციებში სახალხო დამცველთან ერთად ვიზიტით იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე და ცენტრალური აპარატისა და რეგიონული ოფისის თანამშრომლები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ