სახალხო დამცველმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან, მოქალაქეთა დაკავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ, 18 ნოემბერს, გარემოს დაცვის სამინისტროსთან მოქალაქეების დაკავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტის დაკავება. საუბარია “მაუწყებლის” ჟურნალისტზე, რატი რატიანზე.
“მედიის წარმომადგენლის დაკავებამ, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, შესაძლოა იქონიოს მსუსხავი ეფექტი შეკრებების დროს შესაბამისი ინფორმაციის გაშუქებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში მოხდეს დროული რეაგირება”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რატი რატიანი, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ მათმა წარმომადგენელმა გუშინვე მოინახულა თბილისის და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული 7 დაკავებული, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანი.
გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ თვალყურს ადევნებენ რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობისთვის ლიცენზიის გაცემის საკითხს და შეისწავლიან ამასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ელჩი – საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო – ჩემი გზავნილი იქნება: ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, ჩვენ დაგელოდებით

სალომე ზურაბიშვილი – რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები – საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ

ნიკა მელია – ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე – ქვეყნის სამსახური, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა და შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ჰქონდეთ სკოლა, სადაც საქართველოს ისტორიას ისწავლიან და არა გასაბჭოების მორიგ ტრაგედიას