სახალხო დამცველი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი N17 პენიტენციური დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი აპარატი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იოსელიანი პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების პირობებს გაეცნო და დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები, საცხოვრებელი და საერთო სივრცეები.
“2025 წლის 24 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის N17 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდადებულებს, მათ შორის, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდადებულებს შეხვდა.
სახალხო დამცველი პატიმართა განთავსების პირობებთან დაკავშირებით ესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას; დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები, საცხოვრებელი და საერთო სივრცეები. ასევე, გაეცნო დაწესებულების ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე მშენებლობის მდგომარეობას.
სახალხო დამცველი მუდმივად ახორციელებს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.