სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის მნიშვნელობაზე, სახალხო დამცველის პოზიციასა და ჩართულობაზე სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრების თვალსაზრისით, ასევე, განიხილეს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებათა (ამიკუსის) გაზიარების საკითხები და უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმართა საქმეების სასამართლო განხილვის პროცედურები.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის