სახალხო დამცველი სოფელ კირბალში იმყოფებოდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში იმყოფებოდა, სადაც ლევან დოთიაშვილს და თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფრომაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნპობით, სახალხო დამცველი დაინტერესდა გამოძიების მიმდინარეობის პროცესში საგამოძიებო უწყებებისა და ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურების ჩართულობით; ასევე, სოფლის მაცხოვრებელთა უსაფრთხოების მდგომარეობით და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ საპატრულო პოლიციას 24 – საათიანი პატრულირებისთვის.
„მოგვიანებით, სახალხო დამცველი ნიქოზში ჩავიდა სოფლის მოსახლეობასთან შესახვედრად. სოფელში ასევე იმყოფებოდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ევროპის, ცენტრალური აზიის და ამერიკის საკითხებში მიროსლავ იენჩა. მხარეებმა ხანმოკლე შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.
სახალხო დამცველი ცხინვალი-ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე ესაიას ეწვია და მასთან ერთად დაათვალიერა ნიქოზის ხელოვნების სკოლა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ უკრაინამ ვოლგოგრადის ოლქის მარინოვკას აეროდრომზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი გაანადგურა და ორი დააზიანა – მათივე ცნობით, მტრის გამანადგურებლებს უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა აეროდრომის ტექნიკურ-საექსპლუატაციო ნაწილში, რომელიც სამხედრო ობიექტის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც აეროდრომ მარინოვკაზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი “სუ-34” გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.