სახალხო დამცველი საქართველოში -ს ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში -ს ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელს ალან პარსელს შეხვდა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საელჩოს წარმომადგენელს შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია და აპარატის მიერ მომზადებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები გააცნო; ისაუბრა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ ინიციირებული კანონპროექტის განხილვაში სახალხო დამცველის ჩართულობაზე. მათ ასევე, განიხილეს საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა და მათ მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგები.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და ელენე ღუდუშაური, ასევე, აშშ-ს საელჩოს საერთაშორისო ნარკოტიკებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის (INL) პროგრამის ოფიცერი ჯეიმი შაფლბარგერი და იურიდიული საქმეთა სპეციალისტი ეკატერინე ფოფხაძე.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ