სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან ადვოკატების შეშვება

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაკავებულ პოლიტიკოსებთან – ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან უფლებადამცველების შეშვება.
აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს სახალხო დამცველისთვის ადვოკატის საჯარო მომართვიდან ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატებს არ ეძლევათ ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრის შესაძლებლობა.
დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და საგამოძიებო უწყებები ვალდებულნი არიან არ შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიანად განხორციელებას.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბრალდებულებთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების შეშვება”,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს