სახალხო დამცველი – მოვინახულე ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე – ყველა ინფორმაციაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შევქმენით და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნით

ხაბეიშვილი მიუთითებს, რომ პოლიციელების მხრიდან იყო მასზე ფიზიკური ძალადობა. ამბობს, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიუთითებდა, რომ ის ეცემათ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ინგოროყვას კლინიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ს მონახულების შემდეგ განაცხადა.
ლევან იოსელიანის თქმით, ლევან ხაბეიშვილისა და სოფო ჯაფარიძის მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შეიქმნა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნება.
„მოვინახულე ლევან ხაბეიშვილი და . ეს ორი ადამიანი არის შემოყვანილი კლინიკაში. ლევან ხაბეიშვილის შესახებ გავრცელდა მისი ფოტო მასალა და მას აღენიშნება გარეგნული დაზიანებები. კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს მიუთითებს, რა გარემოებაში მოხდა მისი ცემა.
რაც შეეხება სოფო ჯაფარიძე, ისიც ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ზემოქმედებას, თუმცა გარეგნულად მას ეს არ აღენიშნებოდა, ამბობს, რომ დაბეჟილობა აქვს.
ხაბეიშვილი მიუთითებს, რომ პოლიციელების მხრიდან იყო მასზე ფიზიკური ძალადობა. ამბობს, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიუთითებდა, რომ ის ეცემათ. ყველა ამ ინფორმაციაზე ჩვენ შესაბამისი დოკუმენტაცია შევქმენით და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნით ამ ინფორმაციას და შემდეგ მოვახდენთ მონიტორინგს, როგორ წარიმართება გამოძიება.
ჩვენებაში ვინც იქნება მითითებული ეს ადამიანები უნდა გამოიკითხონ საგამოძიებო სამსახურის მხრიდან, ვისზეც მიუთოებს დაზარალებული, რომ მისი მხრიდან ჰქონდა მასზე ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაბიძე – უკიდურესი ვადა 21 ნოემბერი არ არის დათქმული და ბეჭედდასმული ვადა – შემაჯამებელი ოქმის შედგენის კანონიერებასთან ვერანაირი საკითხი ვერ დადგება – ყველა ვადა და ინსტანცია გუშინ ამოწურული იყო