სახალხო დამცველი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

20 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა აპარატის მანდატზე, საქმიანობასა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„განიხილეს ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებთა მდგომარეობა, სოციალური საკითხები, უსახლკარო პირთა საჭიროებები, დასაქმების პრობლემები და ახალგაზრდების მიგრაცია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში