სახალხო დამცველის ხელფასი 14 400 ლარამდე გაიზრდება

მომავალი წლიდან, სხვა თანამდებობის პირების მსგავსად, იზრდება სახალხო დამცველის ხელფასიც. ლევან იოსელიანი ყოველთვიურად 13 140 ლარის ნაცვლად 14 400 ლარს მიიღებს – ზრდა 1260 ლარია.
· სახალხო დამცველის შესახებ კანონით, ომბუდსმენის ანაზღაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ყოველთვიური გასამრჯელოს ტოლი უნდა იყოს.
· წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, თანამდებობის პირთა ხელფასები ყოველწლიურად მზარდია და ის სპეციალური ფორმულით გამოითვლება.
2025 წლიდანმაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები ფიქსირებული აღარ არის. ის ყოველწლიურად ხელახლა განისაზღვრება და გამოითვლება ორი ფაქტორით: საბაზისო ხელფასისა და პარლამენტის მიერ დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით. კოეფიციენტები უცვლელია, საბაზისო ხელფასი კი ყოველ წელს თავიდან დგინდება და ბიუჯეტში აისახება.

მაგალითად, წელს საქართველოში საბაზისო ხელფასი 1460 ლარია, მომავალ წელს კი 1600 იქნება.