სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოინახულა დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირი და ისაკო დევიძე, რომელსაც გამოცხადებული აქვს შიმშილობა

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში 24 ნოემბერს პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში ასევე მოინახულა 19 ნოემბერს დაკავებულო ისაკო დევიძე, რომელსაც გამოცხადებული აქვს შიმშილობა.
„25 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში 24 ნოემბერს პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირი მოინახულა.
მოქალაქის განცხადებით, დაკავებისას მის მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს და იგი სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აპარატის ინფორმაციით, გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს, რომლის მიმდინარეობასაც მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში ასევე მოინახულა 19 ნოემბერს დაკავებულო ისაკო დევიძე, რომელსაც გამოცხადებული აქვს შიმშილობა.
აღსანიშნავია, რომ ისაკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დაკავების პირველივე დღეს მოინახულა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აპარატმა რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს საქმის შესწავლას და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში