სახალხო დამცველის ოფისთან აქცია გაიმართა ლოზუნგით: „გააგონე ხმა რეჟიმის დამცველს“

სახალხო დამცველის ოფისთან აქცია გაიმართა ლოზუნგით: “გააგონე ხმა რეჟიმის დამცველს”.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „რეჟიმის დამცველი“. ამასთან, ნოემბერ-დეკემბერში აქციის მიმდინარეობისას დაშავებული პირების ფოტოები.
როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, მათი მიზანია ლევან იოსელიანს მიაწოდონ ინფორმაცია, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე, ამასთან, აქციების დროს მოქალაქეთა დაზიანებების შესახებ.
„სახალხო დამცველის ფუნქციაა ადამიანის უფლებების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ მან უნდა გააკეთოს ცხადი განცხადებები, ამ რეჟიმის დამცველად გადაიქცა“,-აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.
სახალხო დამცველი ოფისთან მობილიზებული იყო პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ