საჭიროა, ჩამოვაშოროთ რადიკალიზმი, სიძულვილი, ზიზღი ქართულ პოლიტიკას და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შედგეს სრულად ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა საქართველოში

საჭიროა, ჩამოვაშოროთ რადიკალიზმი, სიძულვილი, ზიზღი ქართულ პოლიტიკას და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შედგეს სრულად ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა საქართველოში
ვფიქრობ, მეტი სიმშვიდე გვექნება შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით მომავალ წელს და იმის შემდეგ წელსაც, თან არჩევნებიც არ უწევს არც გაისად და არც იმის შემდეგ წელს, ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს აქვს თავისი დღის წესრიგი, რაც გულისხმობს იმას, რომ რადიკალურად უნდა შეიცვალოს დემოკრატიული სისტემის შინაარსი.
„დღემდე ჩვენ ვრჩებოდით პოლარიზაციის, ორპოლუსიანობის ჩაკეტილ წრეში, ერთ მხარეს იყო „ართული ოცნება“, მეორე მხარეს – ერთი ხელიდან, გარედან მართული რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტურა, ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს და ამის ერთ-ერთი საფუძველი იქნება ჩვენი აზრით ის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამართლებრივად არის სრულად გამყარებული ეს სარჩელი, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ წინ ვერაფერი უნდა დაუდგეს იმ მიზნის განხორციელებას, რასაც ჰქვია დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება ჩვენს ქვეყანაში. ვიდრე ასეთი პარტიები რჩებიან პოლიტიკურ სისტემაში, ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბოლომდე ვერასოდეს გაჯანსაღდება. საჭიროა, ჩამოვაშოროთ რადიკალიზმი, სიძულვილი, ზიზღი ქართულ პოლიტიკას და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შედგეს სრულად ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს