საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები საქართველოსა და გერმანიაში – რა ქონებას ფლობს ლევან კობიაშვილი?

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის 31 დეკემბერს შეავსო, რომლის მიხედვითაც ყოფილი ფეხბურთელი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრი ფლობს 3 მიწის ნაკვეთს და 2 სახლს საქართველოსა და გერმანიაში. აღსანიშნავია, რომ სახლი და მიწა ბერლინში 2014 წლის მერე აქვს შეძენილი. დეკლარაციის მიხედვით, მის მეუღლეს, თამარა წულეისკირს აქვს კიდევ 1 ბინას ბერლინში, 2 – თბილისში და 1 ბაკურიანში.
უფრო კონკრეტულად, კობიაშვილი ფლობს:
2007 წლიდან დაბა წყნეთში 1900 კვ/მ მიწის ნაკვეთს;
2009 წლიდან დაბა ბაკურიანში, დიდველზე 2950 კვ/მ მიწის ნაკვეთს;
2000 წლიდან 450 კვ.მ საცხოვრებელ სახლს წყნეთში;
ავტოფარეხს – თბილისში;
2014 წლიდან, ცოლთან – თამარა წულეისკირთან ერთად (50%-50% წილით), საცხოვრებელ სახლსა (550 კვ.მ) და მიწის ნაკვეთს (770 კვ.მ) გერმანიაში, კერძოდ ბერლინში.
ლევან კობიაშვილის მეუღლე ფლობს: 19000 EUR ღირებულების მერსედეს ბენცის მარკის მსუბუქ ავტომობილს;
945 000 EUR ღირებულების 110 კვ.მ ბინას ბერლინში;
193,6 კვ/მ 2 ბინას (193,6 კვ.მ და 233,2 კვ.მ) თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე;
65 000USD-ის ღირებულების 68,3 კვ.მ ბინას ბაკურიანში.
რაც შეეხება ფულად დანაზოგებსა და ხელფასს,
ლევან კობიაშვილის ანგარიშზეა საქართველოს ბანკებში 37 000 GEL, 52000 USD და 40000 EUR.
მის მეუღლის, თამარა წულეისკირის ანგარიშზე – 5450,8 GEL, 50000 EUR, 15000 USD.
2022 წელს საქართველოს პარლამენტის წევრობისას აღებული აქვს 41266,47 GEL ხელფასი.
მისი მეუღლე კი საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორია და 2022 წელს ხელფასის სახით მიღებული აქვს 46696,72 GEL ანაზღაურება.
ამას გარდა, 2022 წელს კობიაშვილს აღებული აქვს 2 სესხი: 189 000, EUR-ს და 390000, GEL-ის ოდენობით.
ამას გარდა, დეკლარაციის მიხედვით, კობიაშვილს 2 შპს-ში აქვს 10 და 25%-იანი წლებით, მესამე – 100%-იანი წილით. დეკლარაციაში მითითებულია, რომ შემოსავალს არც ერთი მათგანიდან არ იღებს.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ლევან კობიაშვილი „ჰერტას“ აკადემიაში მუშაობდა;
2015 წლის ოქტომბერში ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს;
2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.