“საცოდავო” – ლავროვი, შეხვედრის ლოდინში სტამბოლიდან, ანკარაში ერდოღანთან შეხვედრაზე მყოფ ზელენსკის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, უკრაინის პრეზიდენტ ს პუტინის თურქეთში ჩასვლის მოთხოვნის გამო, “საცოდავი ადამიანი” უწოდა. “ის დარბის და თავდაპირველად ითხოვდა, პუტინი იქ [თურქეთში] პირადად ჩასულიყო. დიახ, საცოდავი ადამიანია. შემდეგ მისმა უფროსმა მეგობრებმა აუხსნეს, რომ ასე სულელურად არ უნდა მოიქცეს და საჭიროა გაიმართოს მოლაპარაკებები”, – თქვა ლავროვმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში, ანკარაში დღეს ჩავიდა. მას თურქეთის პრეზიდენტი დახვდა.
პარალელურად, სტამბოლში უკვე ჩასულია ს დელეგაცია, რომელშიც არ არის პრეზიდენტი . დღის მანძილზე რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ შეხვედრა გადაიდო, მას უპასუხა თურქეთის მხარემ, სადაც ითქვა, რომ კი არ გადაიდო, ჯერ არც კი ჩანიშნულა.
-ის პრეზიდენტის, ს წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა განაცხადა, რომ ის და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარასკევს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ჩავლენ.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, ვლადიმერ პუტინმა 15 მაისს სტამბოლში სთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება ითხოვა. .
მაშინ როცა რუსეთის დელეგაცია სტამბოლში ელოდება შეხვედრის დროის დანიშვნას, ზელენსკი, რომელიც ერდოღანთან ერთად ანკარაშია, ამბობდა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი დათანხმდება სტამბოლში ჩასვლას, ის და ერდოღანიც ჩავლენ.