“საშობაო ქარავანი” – მიგრანტების რეკორდული რაოდენობა აშშ-ის საზღვართან

ამერიკის სამხრეთ საზღვრისკენ მიმავალი მიგრანტების კოლონებს, ათასობით ადამიანი ემატება. ნაწილმა, არიზონის შტატის საიმიგრაციო პუნქტებთან უკვე მიაღწია და შეერთებულ შტატებში შესვლას ითხოვს. მიგრანტები და თავშესაფრის მთხოვნელები, რომელთა უმეტესობას სამხრეთ ამერიკის და აფრიკის სახელმწიფოების მოქალაქეები შეადგენენ, საზღვრისკენ დიდ ჯგუფებად მიდიან.
ხალხი ღამეებს საიმიგრაციო ოფიცრების მოლოდინში, საზღვარზე ათენებს. თუმცა მიგრანტების ტალღა იმდენად დიდია, რომ ამერიკის ფედერალური სააგენტოების მუშაობა, უკიდურესად გადატვირთა. სახელმწიფო მდივანი, და საშინაო უსაფრთხოების მინისტრი, ალეხანდრო მაიორკასი, დღეს, მექსიკაში, ქვეყნის პრეზიდენტს ხვდებიან, რათა მიგრანტების რეკორდული რაოდენობის შემცირებაზე მოელაპარაკონ.
სასაზღვრო კრიზისი, ნიუ-იორკს მძიმედ დააწვა, სადაც თავშესაფრები მიგრანტებით არის გადავსებული.
მიგრანტთა ეგრეთწოდებული “საშობაო ქარავანი” ახალ გამოწვევად ექცა პრეზიდენტ ბაიდენს, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის გამო, რესპუბლიკელებისგან მუდმივი ზეწოლის ქვეშაა. პარტიებს შორის უთანხმოება, ბოლო დროს, იმდენად გამწვავდა, რომ კონგრესის რესპუბლიკელებმა ს და უკრაინის დახმარებაც დაბლოკეს, რათა ეიძულებინათ ადმინისტრაცია, კანონპროექტისთვის საზღვრის დაცვის და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თემაც მიება. უმწვავესი პოზიცია აქვთ “მაგას” რესპუბლიკელებს. გასულ კვირას, იმიგრანტებზე გაკეთებული ტრამპის განცხადება, ამერიკაში ნაცისტების ეპოქის რიტორიკად შეაფასეს.
ამერიკის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურმა, თანამშრომელთა სიმცირის გამო, მექსიკასთან რამდენიმე გადასასვლელი პუნქტი დახურა. ეს უარყოფით გავლენას ახდენს მექსიკის ეკონომიკაზე, რამაც უნდა აიძულოს ქვეყნის პრეზიდენტი, მიგრანტთა კრიზისთან გასამკლავებლად, უფრო სწრაფად იმოქმედოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ბიუროკრატთა ხელში, რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რათა მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი

როდესაც პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ არ უსვრია ან წიხლით არ შემდგარა. დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს – ესაა, როგორც ჩანს, მისი სათქმელი

უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. მას შემდეგ არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს