საშობაო ნაძვის ხეების, სანთლების, განათებებისა და სხვა უამრავი სახეობის დეკორაციის უმსხვილესი ექსპორტიორი სახელმწიფო, ტრადიციულად ჩინეთია. ინფორმაციას visual capitalist-ი აქვეყნებს.
2024 წელს ჩინეთიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტირებული საშობაო დეკორაციების ღირებულებამ 5.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 20-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფი ექსპორტიორის მონაცემებს.
მსოფლიოში საშობაო დეკორაციების ექსპორტით მეორე ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება, საიდანაც ექსპორტირებული საშობაო დეკორაციების ჯამური ღირებულება 248 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. მესამე ადგილზე რეიტინგში ინდოეთი იმყოფება, საიდანაც ექსპორტირებული დეკორაციების ღირებულება 117 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.




