საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები – მცხეთაში ამ წუთებში სადღესასწაულო ღონისძიება მიმდინარეობს

სადღესასწაულო განწყობაა ამ წუთებში მცხეთაში, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრებისათვის საგანგებოდ მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. გაიმართა კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა.
პატარების განწყობაზე კი მცხეთაშიც, სხვა ქალაქების მსგავსად თოვლის ბაბუა ზრუნავს, რომელმაც ბავშვებს ტკბილეული დაურიგა.
ახლა ღონისძიება დასკვნით ეტაპზეა გადასული, მსმენელს ჯგუფი “მგზავრები” და “ლაით რუმი” ხვდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო დამკვირვებელი: ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდება, რომ ამომრჩეველი ენდობა წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პროცესსაც – რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავით, არც ერთი პრობლემა არ გამოვლენილა