,,საშობაოდ ამხანაგ ბიძინას!“ – გრიშა ონიანის წერილი ივანიშვილს

სტალინელი გრიშა ონიანი ბიძინა ივანიშვილს წერილს უგზავნის:
,,საშობაოდ ამხანაგ ბიძინას!
არასოდეს ისე ამაყი არ ყოფილა ქართველი კაცი, როგორც დღეს. არავის არ უბრძოლია საქართველოს სუვერენიტეტისათვის ისე გაბედულად, როგორც თქვენ იბრძვით დღეს. თქვენ დაუბრუნეთ ქართველ კაცს თავმოყვარეობის მაღალი შეგრძნება. თქვენ ლეგენდებიდან ქართველი კაცი რეალობაში დაანახეთ მთელ მსოფლიოს. თქვენ მტკვრის ნაპირზე უძველეს ქალაქ თბილისში ხერხემალი გადაუმტვრიეთ ლიბერალურ ფაშიზმს ისე, როგორც თქვენმა თვისტომმა სტალინმა ვოლგისპირა ქალაქ სტალინგრადთან გადაუმტვრია ხერხემალი ჰიტლერულ ფაშიზმს. თქვენ მილიარდებში არ გაცვალეთ ქართველი კაცის საუკუნეობრივი ოცნება – სუვერენიტეტი, ისე, როგორც სტალინმა ჯარისკაცი არ გაცვალა ფელდმარშალში. მან 1941 წელის 3 ივლისს ხალხს მოუწოდა დამდგარიყვნენ ლენინ-სტალინის პარტიის გარშემო და ებრძოლათ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.
ჩვენ ფიცს ვდებთ – ვიბრძოლებთ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე თქვენი პარტიის, მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.
ქრისტეს და თქვენი სახელით წინ საბოლოო გამარჯვებამდე!
ძირს უცხოეთის აგენტურა, პროვოკატორები, სამშობლოს გამყიდველები, ქვეყნისა და ხალხის მტრების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს.
არცერთი ნაბიჯი უკან!
ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთ!
ქართული ოცნების რიგითი ამომრჩეველი გრიგოლ ონიანი.“

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს