“საშინელი ატმოსფეროა, სარკეში უნდა ჩავიხედოთ” – ვან დაიკმა “ლივერპულის” მორიგი მარცხის შემდეგ ისაუბრა

გუშინ, 22 ნოემბერს, პრემიერლიგის მე-12 ტურში “ლივერპული” შინ “ნოტინგემ ფორესტთან” 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ მერსისაიდელთა ნიდერლანდელმა კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა მედიასთან ისაუბრა.
“ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით, შემდეგ კუთხურიდან გაგვიტანეს. საბოლოო ჯამში, ჩვენ უბრალოდ საკმარისად კარგები არ ვიყავით. ბრძოლაში, ერთი-ერთზე, ძალიან ვჩქარობდით. ახლა ძალიან რთული სიტუაციაა. რთული პერიოდი გვაქვს.
გოლის გაშვების შემდეგ ნერვიულობ. აშკარა იყო, რომ ვჩქარობდით, ვცდილობდით რაც შეიძლება სწრაფად გაგვეთანაბრებინა ანგარიში. ნამდვილად ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ და უნდა გამოვიდეთ. მირჩევნია ამაზე გასახდელში ვისაუბროთ და არა აქ თქვენთან ერთად. პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ფეხბურთი გუნდური თამაშია.
ეს პერიოდი უნდა გადავლახოთ, დარტყმა მივიღოთ და კიდევ უფრო მეტად ვიმუშაოთ. ამ სეზონში ბევრჯერ მითქვამს – კარგად არ მიდის საქმე, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ. ატმოსფერო, ჩემი აზრით, ძალიან ცუდია. სარკეში უნდა ჩავიხედოთ”, – ვან დაიკის სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.
“ლივერპული” 18 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე სახლში პსვ-სთან გამართავს.
მერსისაიდელებმა ჩემპიონატზე ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო და ზედიზედ 2 შეხვედრა 3+ გოლით დათმო, რაც უკანასკნელ 60 წელიწადში მისი საკლუბო ანტირეკორდია.
მორიგი დარტყმა “ლივერპულის” ფანებს პსჟ-სგან – რაზე ესაუბრნენ პარიზული კლუბის პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი ვირჯილ ვან დაიკს? [VIDEO]
[VIDEO] ალისონის დაბრუნება და “ლივერპულის” 0:3 საშინაო მარცხი “ნოტინგემთან”
მესი, ხვიჩა, ოსიმენი… – “კვარა” The Athletic-ის მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა
ვან დაიკმა მესისა და რონალდოს შორის საუკეთესო დაასახელა
“კლუბმა ტრანსფერებზე ბრწყინვალედ იმუშავა, მაგრამ შედეგები არ გვაქვს” – ვან დაიკი
[PREVIEW] ჩემპიონთა ლიგა დიდებული თამაშით ბრუნდება
“ალ ნასრს” ვან დაიკის დამატება სურს
“ჩემს თავს გამოვრიცხავ” – კურტუამ ამჟამად ევროპის სამი საუკეთესო მეკარე დაასახელა
“მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ” – ლუის სუარესი