“საშინელი ამბავია” – რიში სუნაკი ნავალნის სიკვდილზე

“საშინელი ამბავია. როგორც ს დემოკრატიის ყველაზე გულმხურვალე დამცველი, ავლენდა წარმოუდგენელ სიმამაცეს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში. ფიქრებით ვარ მის მეუღლესთან და რუსეთის ხალხთან, რომელთათვისაც ეს უზარმაზარი ტრაგედიაა“, – დაწერა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი].
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.
უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორი ჯინ შაჰინი – იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა გაკვირვებული – ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის

სლოვაკეთის პრეზიდენტი: სლოვაკეთი საქართველოსა და მისი ხალხის მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს – უცხოური გავლენის შესახებ კანონის ამოქმედება ამ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება