საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა

საქართველოს დედაქალაქი საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს შეუერთდა. ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა.
ამ მიმართულებით, იანვარში, მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს.
ეროვნული სკრინინგცენტრი მოსახლეობას ახსენებს, რომ 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებს მათთან საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევა შეუძლიათ.

ასევე დაგაინტერესებთ