საშემოდგომო სამხედრო გაწვევა არ გადავადებულა

რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე პრემიერ-მინისტრის ბრძანება, რომელიც 14 აგვისტოს გამოიცა, შეეხება მხოლოდ იმ წვევამდელებს, რომლებიც საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობენ. დამატებით, ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ასეთი საგამონაკლისო წესი მოქმედებდა გასულ წლებშიც.
2024 წლის 14 აგვისტოს პრემიერმა მ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, „დანართით განსაზღვრულ წვევამდელებს“ სამხედრო სავალდებულო გაწვევა მომდევნო წლის 1 იანვრამდე გადაუვადდებათ. ამ ჩანაწერმა პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებებში ნაწილში გააჩინა განცდა, რომ გაწვევის გადავადება შეეხებოდა წვევამდელების დიდ ნაწილს.

ასევე დაგაინტერესებთ