საღ ქვეყანაში როდესაც სასამართლოში გვაქვს პრობლემები, ბიზნესის სრულ თავისუფლებაზე ლაპარაკი ცოტა ზედმეტია – ნიკა გამყრელიძე

ბიზნესმენ ნიკოლოზ გამყრელიძის შეფასებით, სასამართლო ხელისუფლებაში პრობლემებია, რაც საფრთხეს ბიზნესსაც უქმნის.
„ძალიან კარგია, რომ ბიზნესმენებს არ უვარდებიან სახლში და ოფისებში, ვფიქრობ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის და ეს მოცემულობა უნდა იყოს, არ უნდა ვედრებოდეთ 15 წლის წინანდელს. რაც შეეხება ბიზნესის თავისუფლებას, როდესაც საღ ქვეყანაში სასამართლოში გვაქვს პრობლემები, ბიზნესის სრულ თავისუფლებაზე ლაპარაკი ცოტა ზედმეტია. ბიზნესის კეთება არის მარტივი, მაგრამ აქვს შემაფერხებელი ფაქტორი, რომელიც არის ძალიან დიდი შემაფერხებელი – ეს არის სასამართლო სისტემა“, – აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამ პრობლემის წინაშე თავადაც დამდგარა.
„სასამართლოზე ბევრჯერ მისაუბრია, მათ შორის საჯაროდ, როდესაც მსხვილ კომპანიებს ვხელმძღვანელობდი. სამწუხაროდ, ეს პრობლემა არ იჭრებოდა. ბევრი სასამართლო პროცესი დღეს თაროზეა შემოდებული“, – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ