“საღორეში დედამისი მხოლოდ წყალს და პურს აწვდიდა… ამბობს, 5 დღე ვიტანჯებოდიო” – ინტერვიუ 7 წლის ბავშვის მამიდასთან (ვიდეო)

შემზარავი ფაქტი სამეგრელოში – “პირველებმა” ინტერვიუ 7 წლის ბავშვის მამიდასთან ჩაწერა.
ქალი ბავშვის მონაყოლზე დაყრდნობით “ტვ პირველის” ჟურნალისტს ეუბნება, რომ მისი ძმის შვილი დედამ და ბებიამ საღორეში იმისთვის დაამწყვდიეს, რომ არასრულწლოვანის სხეულზე არსებული ძალადობის კვალი მეზობლებს არ ენახათ.
მისივე თქმით, მოზარდს საღორეში დედამისი მხოლოდ წყალს და პურს აწვდიდა – “ბავშვი ამბობს, 5 დღე ვიტანჯებოდიო”.
ბავშვი ამ დაზიანების მერე დაუმწყვდევიათ საღორეში, რომ არავის არ ენახა. რომ არავის არ დაენახა ის დაზიანებები, რაც მიაყენეს ბავშვს. თან სკოლაშიც არ უშვებდნენ, ამ საღორეში დედამისი აწვდიდა მარტო წყალს და პურს. 5 დღე ვიტანჯებოდიო, ბავშვი ამბობს. გაქცეულა და უნახია ხალხს, მერე შეშინდა და ტყე-ღრეში გაქცეულა, სასაფლაოებით, ხილნარით და გამოსულა დედაჩემის სახლთან. 1-1.5 კმ უვლია. ვითხოვ, რაც კანონით ეკუთვნის, დაისაჯოს ეს ორი ადამიანი”, – ამბობს მამიდა.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, 7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს.
-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მოზარდზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.