საქსტატი: 11 თვეში ეკონომიკის საშუალო ზრდამ 6,9% შეადგინა

ნოემბრის წინასწარი შეფასებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [„საქსტატი“] სტატისტიკაში.
უწყების ცნობით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა; ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.
რაც შეეხება ვაჭრობას, 11,1%-ით, 5 584,3 მლნ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, ხოლო 16,1%-ით, 14 028,5 მლნ დოლარამდე – იმპორტი. საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაზრდილია 14,7%-ით, 19 612,8 მლნ დოლარამდე.
ამასთან ერთად, ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ შეადგინა 5727, რაც 20,5%-ით ნაკლებია წინა წლის ნოემბერთან შედარებით.
ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა ნოემბერშიც გადააჭარბა გასავალს. შემოსავალი განისაზღვრა 1473,8 მლნ ლარით, გასავალი კი 1442,4 მლნ ლარით.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება