საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.6% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ენერგეტიკა და ვაჭრობა.
მათივე ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.
