„საქსტატი“ – იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 835.9 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 6.8%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3%-ს შეადგენს.
„აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა და 2 641.5 მლნ. დოლარს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: (569.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (241.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (224.9 მლნ. აშშ დოლარი). 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 291.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 217.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 191.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.3 პროცენტი)”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ტრამპმა შექმნა „მშვიდობის საბჭო”, რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაპატიჟა საქართველოს გარდა, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საქართველოზე ტრანზიტი არ გაივლის – ქვეყანა დარჩენილია მოკავშირეების გარეშე

დავით ჩუთლაშვილი: ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა

ნანუკა ჟორჟოლიანი: წულუკიანს პრობლემა იმასთან დაკავშირებით არ აქვს, რომ მამამისი სიკდილს უსჯიდა ადამიანებს, მთელი ეს პროცესი ხდება ერთადერთ სიტყვაზე, რომ მე მიწერია სიტყვა დახვრეტა (ვიდეო)