სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში 114 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.
მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან 19.3 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 17.5 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 15.8 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 14.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 9.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.9 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 15.8 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
ინფორმაციის თანახმად, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 107.5 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 33.2 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 60.2 პროცენტი – ღორი, ხოლო 4.9 პროცენტი ცხვარი და თხა იყო.
„დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.6 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 879.2 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2025 წლის I კვარტალში 14.1 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.2 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 36.6 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 32.3 პროცენტი –ღორის ხორცზე, 0.8 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 7.4 ათას პირს, საიდანაც 59.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 039 კაცი შეადგინა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 40.7 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 32.0 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 12.5 ლარი.
„2025 წლის I კვარტალში საქართველოში 265 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (68.3 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (12.8 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (4.9 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (3.8 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (3.0 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (2.6 პროცენტი), კახეთის რეგიონში (2.6 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.1 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (0.4 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.4 პროცენტი).
2025 წლის I კვარტალში მომსახურება გაეწია 330 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 505 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 315 კაცით განისაზღვრა.
2025 წლის I კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული (განთავსებული) იყო 83.4 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 38.7 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 19.6 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 16.9 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 16.1 პროცენტი – თევზეული, 3.6 პროცენტი – რძის პროდუქტები და 5.0 პროცენტი – სხვა პროდუქტები:
2025 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 18.6 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 24.3 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 57.1 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა.
ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.4 მლნ. ლარი შეადგინა. 2025 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 128.1 მლნ. ლარის ღირებულების (22.0 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 31.2 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 22.0 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 46.8 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი
წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 52.6 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (41.9 პროცენტი), ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (25.3 პროცენტი), და თევზეულზე (9.1 პროცენტი) მოდის”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 2.7 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 2.1 პროცენტს შეადგენს. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული.
„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 54.2 პროცენტს, თებერვალში – 46.9 პროცენტს, ხოლო მარტში – 39.8 პროცენტს.
2025 წლის I კვარტალში საქართველოში 30 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (30.0 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 16.7 პროცენტი ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 16.7 პროცენტი კახეთის რეგიონში, 13.3 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 10.0 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 10.0 პროცენტი – ქ. თბილისში, 3.3 პროცენტი – გურიის რეგიონში:
2025 წლის I კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 20 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 39 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 381 კაცით განისაზღვრა.
2025 წლის I კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 104.9 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 42.3 პროცენტს წარმოადგენდა სოიოს შროტი და 36.4 პროცენტს ხორბალი.
საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 73.4 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
2025 წლის I კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 63.9 მლნ. ლარის ღირებულების 58.3 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 44.0 პროცენტი იყო იმპორტირებული პროდუქცია, ხოლო 46.5 პროცენტი – ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქცია.
ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 77.0 პროცენტი.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 48.4 პროცენტს, თებერვალში – 49.5 პროცენტს, ხოლო მარტში – 44.9 პროცენტს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
