„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 699.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5%-ით ნაკლებია

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.4 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი 1 325.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 9.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3 373.6 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 5.3 პროცენტით).
სტატისტიკის თანახმადვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მარტში 2 047.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6 პროცენტია.

ასევე დაგაინტერესებთ