ფრანგულმა foot01-მა დღეს გიორგი წიტაიშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ვირტუოზული დრიბლინგის მქონე ქართველი ჩინებულ ფორმაშია და მისი სამსახურით ევროპის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევის „დინამოდან“ „მეცში“ იჯარით გაშვებული 25 წლის გარემარბის დამატების სურვილი „ლიონს“, „ლილს“, „ვილიარეალს“ „ნაპოლის“ და „ლაციოს“ აქვთ, ის მათთვის კიდევ უფრო მომხიბვლელი იმითაა, რომ ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და უფასოდ შეეძლებათ ხელში ჩაიგდონ.
ხაზგასმულია, რომ მათ ამოცანას გერმანული კლუბები გაურთულებთ, რომელთა წარმომადგენლები გიოს თამაშზე დასაკვირვებლად საფრანგეთში იყვნენ ჩასულები, „ჰოფენჰაიმი“ (ამჟამად ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზეა) კი ძალიან კარგ კონტრაქტს შესთავაზებს.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ფრანგულ კლუბებს ასეთი კონკურენციის პირობებში გაუჭირდებათ გიორგის დაყოლიება, თუმცა შეიძლება მისთვის მაცდუნებელი „ლიონის“ ვარიანტი გამოდგეს, რამეთუ თუ ლიგა 1-ის ტოპ-გუნდს ზაფხულში რამდენიმე შემტევი დატოვებს და ის დიდ სათამაშო დროს მიიღებს.
“შახტარს” აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
ოფიციალურად – “ლიონმა” “რეალისგან” ენდრიკი ინათხოვრა
0:8 – ქართველების “მეცი” “ჰოფენჰაიმთან” განადგურდა
გოჩოლეიშვილი ერთი ტაიმი ათამაშეს – “ჰამბურგი” “ჰოფენჰაიმთან” განადგურდა
წიტაიშვილის და აბუაშვილის “მეცი” საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა
ზივზივაძის ერთი ტაიმი და “ჰაიდენჰაიმის” მორიგი წაგება
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო “რეალიდან” მიდის – ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბუდუმ ნავსი გატეხა – სადებიუტო ბუნდესგოლით თავის გუნდს ქულა მოუპოვა [VIDEO]
ნაახალწლევს პსჟ-ს და “კვარას” მარათონი იწყება – იხილეთ კალენდარი
კიდევ ერთი ქართველი “ნაპოლიში”? – “პარტენოპეი” გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
“მეცი” – პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
“ბაიერნი” 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
“წიტაიშვილი “ლაციოს” სჭირდება – მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს” – იტალიური მედია
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ – “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
“მიქაუტაძე “ვილიარეალს” წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან” – რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
“ჩინებული და საკვანძო ფეხბურთელია” – მწვრთნელმა წიტაიშვილი შეაქო, რომლის მეურვეობა ზაირ-ემერიმ ვერ შეძლო
“რეალი” თავდამსხმელს იჯარით “ლიონში” გაუშვებს
სეზონის ბოლომდე საფრანგეთში – ენდრიკი “ლიონში” გადავა



