“საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია, არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც გაყალბებულია… კარგი იქნება, თუ სასამართლო მოგვცემს საშუალებას, ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცო” – ამაღლობელი

“საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია, არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც გაყალბებულია… კარგი იქნება, თუ სასამართლო მოგვცემს საშუალებას, ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცო” – ამაღლობელი
“ბატონო მოსამართლევ, საქმე რომელსაც განიხილავთ, მინდა გითხრათ, რომ გაყალბებულია. საქმეში არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად დავაკარი, სრულიად გააზრებულად… კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩამიდენია, არც მოწოდებები იყო, ამას ადგილი არ ჰქონდა უბრალოდ. ასევე, იყო საუბარი იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა, იქ ძალიან ბევრი კამერა მუშაობდა და უდავოდ ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, თუ არ ჩავთვლით ცრუ ჩვენებებს, რომ მე ამ სიტყვებს გამოვიყენებდი. ზოგადად, არც დახურულ სივრცეში და ასე ვთქვათ, არც საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, არათუ პოლიციელისთვის. კარგი იქნება, თუ სასამართლო მოგვცემს საშუალებას, რომ ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცო”. – განაცხადა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, რასაც დღეს იმეორებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. რა თქმა უნდა, ველოდით რაღაც ტიპის გზავნილებს ჩვენი მისამართით, რომელიც რატომღაც იგვიანებს

მერაბ მეტრეველი: ბოლოს და ბოლოს, თუ ასე გწყუროდათ დებატები, თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდადირიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა?