საქართველო VS მილანი – ლეგენდების მატჩი დღეს გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, დღეს 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდების მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდები შეხვდებიან.
დედაქალაქის მერი საფეხბურთო კლუბ „მილანის“ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა.
„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი აცხადებს, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ამ მატჩზე დასწრება ძალიან საინტერესო და ემოციური იქნება.
„თბილისში გულშემატკივარი იხილავს თავის საყვარელ ფეხბურთელებს, როგორც ქართველ, ასევე სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშობდნენ იმ ისტორიულ „მილანში“, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაფერი მოიგო 10 წლის განმავლობაში და მიხარია, რომ იმ გუნდის ნაწილი ვიყავი. მილანი არის უდიდესი ისტორიის მქონე გუნდი და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ჩამოვიდნენ. ჩემთვის ძალიან ემოციურია, რადგან მე დღესაც ვაგრძელებ მეგობრობას ბიჭებთან და ყველა ძალიან დიდი სიამოვნებით სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს