საქართველო Travel + Leisure-ის Best Awards 2025-ის გამარჯვებულთა შორის მოხვდა

ცნობილმა საერთაშორისო გამოცემამ Travel + Leisure საქართველო Best Awards 2025-ის ფარგლებში, International Destinations Winners-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველომ გაიმარჯვა კატეგორიაში “Best Instagrammable Destination.”
Travel + Leisure Best Awards 2025 ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ტურისტულ ჯილდოდ ითვლება და მსოფლიოს მასშტაბით ასახავს ყველაზე პოპულარულ და ვიზუალურად გამორჩეულ მიმართულებებს. საქართველო ამ კატეგორიაში მოხვდა ისეთ ცნობილ ტურისტულ ქვეყნებთან ერთად, როგორებიცაა საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი და .
გამოცემის შეფასებით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგენური მიმართულებაა მსოფლიოში.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }