საქართველო 247 ქვეყანას შორის 38-ე ადგილზეა – როგორია ყველაზე ძვირადღირებული ეროვნული ნაკრებების ათეული

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის სტატისტიკით, ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები 161.05 მილიონი ევროს ღირებულებით მსოფლიოს 247 ეროვნულ ნაკრებს შორის 38-ე ადგილზეა და თურქეთის გარდა, ყველა მეზობელ ქვეყანასთან შედარებით წამყვან პოზიციაზე იმყოფება.
მე-18 პოზიციაზეა თურქეთის ეროვნული ნაკრები და ის 324.10 მილიონი ევრო ღირს. კიდევ ერთი მეზობელი ქვეყანა , 142 მილიონი ევრო ღირს და ის 40-ე ადგილზეა. მსოფლიო ქვეყნების ნაკრებებს შორის 71-ე პოზიციაზეა სომხეთის ეროვნული გუნდი. ამ დროისთვის მისი საბაზრო ღირებულება 36.05 მილიონ ევროს შეადგენს, რაც შეეხება აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებს, ის 14.20 მილიონი ევროს ღირებულებით ჩამონათვალში 103-ე ადგილზეა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ეროვნული ნაკრებების ტოპ-10-ეულს:
· ინგლისი – 1.52 მლრდ ევრო
· ბრაზილია – 1.27 მლრდ ევრო
· საფრანგეთი – 1.23 მლრდ ევრო
· პორტუგალია – 1.05 მლრდ ევრო
· ესპანეთი – 965.50 მლნ ევრო
· გერმანია – 831 მლნ ევრო
· ნიდერლანდები – 815 მლნ ევრო
· არგენტინა – 805 მლნ ევრო
· იტალია – 705 მლნ ევრო
· ბელგია – 584 მლნ ევრო
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გუშინ, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.
მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე მ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, გიორგი მიქაუტაძემ.
bpn.ge