საქართველო-ფიჯის მატჩს ბორჯღალოსნების კაპიტანი, მერაბ შარიქაძე გამოტოვებს

დღეს, 5 ივლისს რაგბში ზაფხულის პირველი ტესტ-მატჩი გაიმართება, სადაც ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებს ს “აჭარაბეთ არენაზე” უმასპინძლებენ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მატჩს რამდენიმე მორაგბე გამოტოვებს, მათ შორის, კაპიტანი მერაბ შარიქაძე.
მიზეზის გასარკვევად ტაბულა რაგბის კავშირის პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილებას შემადგენლობის შესახებ მწვრთნელი იღებს, ხოლო ამ შემთხვევაში, მორაგბეები სხვადასხვა მიზეზით ტოვებენ მატჩს.
რაგბის კავშირის წარმომადგენელმა ტაბულას ასევე უთხრა, რომ მერაბ შარიქაძის არყოფნის საკითხზე მწვრთნელისთვის კითხვის დასმა თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე იქნება შესაძლებელი.