საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო

საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო
„საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში! დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ- მიზანი ერთი აქვთ, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე“-ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი!
არის ოკუპანტი, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20 % აქვს მიტაცებული! საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში! რუსეთის ბრძოლა საქართველოში იყო და იქნება მიმართული სწორედ სახელმწიფოს წინააღდეგ! დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ: ებრძვიან სახელმწიფოს! ებრძვიან თავისუფალ აზრს და სიტყვას! ძალადობენ საზოგადოებაზე, მედიაზე! არ უნდათ არჩევნები! მიზანი ერთი აქვთ, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე.
რუსული არის ყველაფერი, რაც საქართველოს სახელმწიფოს და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება და ნუ გახდებით ინსტრუმენტი მათ ხელში, ვინც დღეს ებრძვის მთვარს – ქართულ სახელმწიფოს! საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი! დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო!“-წერს მაკა ბოჭორიშვილი.
Next: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა, ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს?

ასევე დაგაინტერესებთ

“ლიზა, ქალიშვილთან ერთად, სარგებლობს მამულით, რომელიც გიული ალასანიას ეკუთვნის. ბავშვი მიხეილის ახლობლებს არ უნახავთ” – რა ხდება ცნობილი იასკო-სააკაშვილის შვილსა და დეპუტატის ქონებაზე

საქართველომ, ყველაფერი გააკეთა რათა დაემტკიცებინა ამერიკისთვის, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვისაც შეიძლება თამამად უწოდო სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარიც, მაგრამ ეს ყველაფერი 30 წელია ცალმხრივად მოქმედებს