საქართველო უკრაინას მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში სდებს ბრალს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს-ი] ინფორმაციით, უწყების კონტრტერორისტულმა ცენტრმა საქართველოში 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო. უწყების ინფორმაციით, ასაფეთქებელი უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით სარფის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან შემოიტანეს.
სუს-ის ცნობით, ასაფეთქებლის საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით მის გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის ს ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში საქართველოს 7, ასევე უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული.
სუს-ში ამბობენ, რომ ამ პროცესს ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე, ანდრეი შარაშიძე უწევდა, რომელიც წარმოშობით ქალაქ დანაა. შარაშიძე 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას, ს რაიონის, დეპუტატობის კანდიდატი იყო პარტიიდან „ხალხის მსახური“.
სუსის ცნობით, უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში, ვორონეჟში შენიღბულად გზავნიდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, რომელსაც ხალხმრავალ ადგილას „დიდი მსხვერპლის“ გამოწვევა შეეძლო.
გამოძიების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც ელექტრომანქანის ორ ცალ აკუმულატორში იყო დამალული, შეიცავდა C-4-ს.
C-4 სამხედრო წარმოების პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერებაა.
უწყების თანახმად, აღმოჩენილი C-4-ის წონა 14 კილოგრამს აღწევს, – ოღონდ ეს 14 კილოგრამი ნივთიერება ექვს მოწყობილობაში იყო გადანაწილებული;
ექვსივე ასაფეთქებელ მოწყობილობაში (გამოძიება მათ „ინდივიდუალურ ყუთებს“ უწოდებს) დამონტაჟებული იყო ამდენივე ელექტრონული ტაიმერი, „რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო“.
საქართველოში უკრაინის საელჩომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საელჩო ამბობს, რომ ის „ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას“.
საელჩოში ასევე აცხადებენ, რომ მზად არიან საქართველოში არსებულ ორგანოებთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის, რათა გარემოებები ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გაირკვეს. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ასევე მზად არიან ითანამშრომლონ იმისთვის, რომ დადგინდებს, ვინაა მომხდარის რეალური ორგანიზატორი. უკრაინის საელჩო ქართული მხარეს მოუწოდებს, ეს საქმე პოლიტიზირებისთვის არ გამოიყენოს.
უკრაინის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი მ. „პოლიტიზირება არაფერ შუაშია, საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. რა შუაშია, აქ პოლიტიზირება? ქვეყნის უსაფრთხოებაც პოლიტიკური საკითხია, მაგრამ პოლიტიზირება არაფერ შუაშია. ელჩი რომ ჰყოლოდა ს საქართველოში, ასეთ განცხადებას ალბათ, არ გააკეთებდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, სუს-ის მიერ გავრცელებული ფაქტები იმის დასტურია, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს საქართველოში “სურთ მეორე ფრონტი”.
საელჩომდე განცხადება გაავრცელა სუსის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ თქვა, რომ “აღნიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი გარემოება იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომელიც განხორციელდებოდა საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში”.
2022 წლის 1 მარტს, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, უკრაინის პრეზიდენტმა მ საქართველოდან ელჩი გაიწვია, უკრაინის არმიის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ