საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, მსოფლიოში 119-ე ადგილზე, ხოლო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ბოლო პოზიციაზეა

საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, მსოფლიოში 119-ე ადგილზეა – ამის შესახებ ინფორმაციას, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საზღვაო სფეროში ამა თუ იმ ქვეყნის მდგომარეობის ამსახველ მონაცემებს – ნავსადგურების დაკავშირებადობის ინდექსი წარმოადგენს.
გაერთიანებული ერების ყოველწლიური კვლევის თანახმად საქართველოს მსოფლიოში – 119 ე ადგილი უკავია.
რაც შეეხება შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებს, მათი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
· თურქეთი – მე-19 ადგილი
· – 32-ე ადგილი
· რუმინეთი – 81-ე ადგილი
· ბულგარეთი – 108-ე ადგილი
· – 158-ე ადგილი (ომამდე 62 – ე ადგილი)
· საქართველო 119-ე ადგილი
ცნობისათვის, საქართველოს, რომელიც ოდითგანვე ფლობდა საზღვაო დროშას, გააჩნია სახელმწიფო საზღვაო მარეგულირებელი ორგანო, ახორციელებს დროშის სახელმწიფო კონტროლი, გააჩნია ნავსადგურები, სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, ჰიდროგრაფიული სამსახური, სასწავლო ცენტრები, პერსონალი, პარალელურად წარმოადგენს – ნავსადურის სახელმწიფო კონტროლის შავი ზღვის მემორანდუმის მხარეს და მეზღვაურთა დასაქმების კუთხით მემორანდუმი 70-ზე მეტ სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული.

ასევე დაგაინტერესებთ