საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს – კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე ეხმიანება:
“მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა, რომელიც დღეს თბილისში მოხდა, მიუღებელია.
საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.
ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას მის ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის” – დაწერა მან 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელში გამართულ აქციაზე პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების დაკავების და მათზე ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ.
2 თებერვალს თბილისში აქციებზე 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგნ ყველაზე მცირე, 5-ს დაკავებისას ძალადობის გამო ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა. ამ აქციის ანონსის შემდეგ ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით შეცვალა კანონი და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად აქცია გზების გადაკეტვა, გზის ეს მონაკვეთი კი, სადაც აქცია იყო დაგემგილი, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას