საქართველო რეგრესირებს როგორც ეკონომიკურად, ისე იმიჯის თვალსაზრისით – ზუკა შოშიაშვილი

რადიო „კომერსანტის“ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია „12 სართულის“ თანადამფუძნებელმა ზუკა შოშიაშვილმა ე.წ. რუსული კანონის მიღების შემდეგ განვითარებულ პროცესებსა და უცხოური სანქციების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„როგორც ვრცელდება ხმები, სანქციების პირველი პაკეტი უკვე ძალაშია და 84 დეპუტატს, ვინც ხმა მისცა რუსულ კანონს, შეუზღუდეს -ის ტერიტორიაზე შესვლა. ველოდებით, რომ შემდეგი ნაბიჯები იქნება ეკონომიკური და იმ აქციებს, რომლებსაც ფლობენ, გაუყინავენ. ამით „ქართული ოცნების“ დიდი და წვრილი ოლიგარქები დაზიანდებიან.
საკმაოდ ცუდი ვითარება იქმნება, რადგან აქციების მუხტია ქვეყანაში და შესაძლოა ვინმეს უხაროდეს, რომ ცუდი ნაბიჯებისთვის ვიღაც შეიძლება ისჯებოდეს, მაგრამ მთავარია რა გავლენა ექნება ამ ყველაფერ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ვხედავთ რომ ლარი გაუფასურდა და უცხოელი ინვესტორები გარბიან დღითი დღე“, – აღნიშნა ზუკა შოშიაშვილმა.
მისი თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირში და აშშ-ში გამოაცხადებენ არაუსაფრთხო ქვეყნად ის ინვესტორებიც, ვისაც აქვს საქართველოში ინვესტიციები, საბოლოოდ სხვაგან გადაიტანენ აქტივებს და საქართველო დარჩება რუსეთთან და რუს ბიზნესმენებთან პირისპირ, რაც ისიტორიულად ყოველთვის დამღუპველი იყო.
„სასაცილოა, როცა ნაციონალისტური ხაზით მოსაუბრე ხელისუფლება, თითქოს ქართულ გენს რომ უფრთხილდებიან, ჩინეთს და პაკისტანს მისცეს უვიზო მიმოსვლა, რომლებიც მიგრაციის მაჩვენებლით 5-ში შედიან და ამავდროულად მოწინავე არიან უცხო ქვეყანაში დარჩენის მაჩვენებლითაც.
რაც შეეხება ანაკლიის პორტის მშენებლობას, ვიცით, რომ დასანქცირებული კომპანია აშენებს, რაც პირდაპირ რომ ვთქვათ, სირცხვილია ჩვენი უცხოური პარტნიორების თვალში.
ვნახეთ, რომ გაკეთდა განცხადებები უვიზო მიმოსვლის გადახედვასთან დაკავშირებით და თუ ეს მოხდება, ვიქნებით იქ, სადაც 20 წლის წინ ვიყავით“, – განაცხადა ზუკა შოშიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, არსებობს ვარაუდები, რომ ს პერიოდისთვის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 3,5-მდე ან 4-მდე გაუფასურდება.
„საქართველო რეგრესირებს როგორც ეკონომიკურად, ისე იმიჯის თვალსაზრისით საერთაშორისო პარტნიორების თვალში.
ჯერ კიდევ დასაწყისში ვართ და ყველაფერი არის წინ. რამდენიმე დღის წინ ვნახე ვარაუდები, რომ არჩევნებამდე ლარი 3,5-მდე ან 4-მდეც შეიძლება ავიდეს, რაც რადიკალური გაუფასურება იქნება. ამასთანავე ხელფასები, ვიცით, რომ ფაქტობრივად, არ იზრდება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, – განაცხადა ზუკა შოშიაშვილმა.