საქართველო მასპინძლობს UCMAS-ის საერთაშორისო კონკურსსა და მსოფლიო თასს 2025: საგანმანათლებლო სფეროს ისტორიული მოვლენა კავკასიის რეგიონისთვის

საქართველო მზად არის დეკემბერში უმასპინძლოს, მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრებას და მსოფლიო თასს, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (SEU), 2025 წლის 6–7 დეკემბერს ჩატარდება. UCMAS-ის საერთაშორისო კონკურსი და მსოფლიო თასი 2025 — წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიება.
ღონისძიება გააერთიანებს 84 ქვეყნის 1,500 მოსწავლეს და 4,000-ზე მეტ სტუმარს — მათ შორის, პედაგოგებს, ოჯახებსა და ოფიციალურ პირებს მთელი მსოფლიოდან.
კონკურსს ორგანიზებას უწევს UCMAS საქართველო და ის კავკასიის რეგიონში ამ მასშტაბის პირველი მსგავსი ღონისძიებაა, ეს მოვლენა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.
„საქართველო დიდი პატივით მასპინძლობს ასეთ ძლიერ და მნიშვნელოვნად გლობალურ საგანმანათლებლო ღონისძიებას,“ — ამბობს საჰარ ჰარბი, UCMAS საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ფრენჩაიზის მფლობელი. „ეს მხოლოდ არითმეტიკა არ არის — ესაა კონცენტრაცია, თავდაჯერებულობა და საერთო რწმენა, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ დიდის მიღწევა.
რა არის UCMAS?
UCMAS (Universal Concept of Mental Arithmetic System) — გონებრივი არითმეტიკის უნივერსალური სისტემა — გლობალურად აღიარებული ტვინის განვითარების პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების კოგნიტური უნარების გაუმჯობესებას აბაკუსის დახმარებით გონებრივი არითმეტიკის გზით. პროგრამა წარმოდგენილია 80-ზე მეტ ქვეყანაში და 2.5 მილიონზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს მთელ მსოფლიოში. UCMAS ხელს უწყობს 4-დან 13 წლამდე ბავშვებში სწრაფი არითმეტიკული გამოთვლების უნარის, მეხსიერების სიმტკიცისა და ყურადღების კონცენტრაციის განვითარებას — ეს უნარები აუცილებელია თანამედროვე, სწრაფად ცვალებად რეალობაში.
30-წელზე მეტი ისტორიის მქონე პროგრამამ მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ჰარვარდი, სტენფორდი და კალიფორნიის უნივერსიტეტი სან-დიეგოში, UCMAS-ისადმი მიძღვნილი კვლევები ჩატარდა.
ეს კვლევები ადასტურებს, რომ UCMAS აუმჯობესებს კოგნიტურ უნარებს, მათ შორის მეხსიერებას, ყურადღებას, აღქმას, მსჯელობის უნარსა და თვითდაჯერებულობას.
UCMAS-ის საერთაშორისო კონკურსი და მსოფლიო თასი პროგრამის წლიური საკვანძო ღონისძიებაა — დინამიური და ენერგიული შეჯიბრი, სადაც ბავშვებს 8 წუთზე ნაკლებში გონებრივი გამოთვლის მეშვეობით უწევთ 200-მდე არითმეტიკული ამოცანის გადაწყვეტა.
UCMAS საქართველო:
2018 წლიდან, რაც UCMAS საქართველომ ფუნქციონირება დაიწყო, თბილისის ერთ ცენტრს მოჰყვა ფართო განვითარება. დღეისათვის ის წარმოდგენილია საქართველოს მთავარ ქალაქებში — ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თელავში — და აქტიურად აფართოებს ქსელს რეგიონებში. 2025 წლის სექტემბერში დაგეგმილია ახალი ცენტრების გახსნა ზუგდიდსა და ფოთში.
ათასობით მოსწავლე ყოველკვირეულად ესწრება პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია გონებრივ არითმეტიკაზე, ლოგიკასა და ტვინის ვარჯიშზე, რაც UCMAS-ს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან არასასკოლო საგანმანათლებლო პლატფორმად საქართველოში.
საქართველოს გუნდი წლების განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაში და ჩვენი მოსწავლეები მუდმივად აღწევენ მაღალი დონის შედეგებს — რაც ამ წლის მასპინძლობის პატივს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მნიშვნელობით ავსებს.
გლობალური დღესასწაული საქართველოში
2025 წლის კონკურსი საქართველოში უპრეცედენტო მაყურებელთა რაოდენობას მოიზიდავს — დაახლოებით 4,000 სტუმარს, მათ შორის ოჯახებს, პედაგოგებსა და ოფიციალურ პირებს ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან — რაც საგანმანათლებლო თემატიკაზე დაფუძნებული ღონისძიებისთვის რეკორდული მაჩვენებელია საქართველოსთვის.
UCMAS საქართველო საჯარო და კერძო სექტორის მთავარ პარტნიორებთან თანამშრომლობით მუშაობს იმისთვის, რომ თითოეული მონაწილესთვის შთაბეჭდავი იყოს კონკურსი.
„ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც ერთიანობის მომენტს — გზავნილს მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღიაა პროგრესისთვის, მრავალფეროვნებისთვისა— აღნიშნავს ქალბატონი საჰარ ჰარბი.