საქართველო “მაგნიტსკის სიის” გახანგრძლივების შესახებ EU-ს გადაწყვეტილებას არ შეუერთდა

საქართველო “მაგნიტსკის სიის” გახანგრძლივების შესახებ EU-ს გადაწყვეტილებას არ შეუერთდა
საქართველო “მაგნიტსკის სიის” 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეუერთდა.
როგორც საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, “მაგნიტსკის სიის” ფარგლებში სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა: ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, ალბანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ.
ასევე, ხელმომწერებს შორის არიან ლიხტენშტაინი, ნორვეგია, სომხეთი და აზერბაიჯანიც. ასევე ქვეყნების სიაში ნახსენები საქართველო არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)