საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში
საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული „პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში. ქვეყნის მაჩვენებლები აღემატება ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნის და ნატოსა თუ ევროკავშირის ათი წევრი სახელმწიფოს მონაცემებს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისივე განცხადებით, საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები იმის მტკიცებულებაა, რომ მთავრობა სწორ პოლიტიკას ატარებს და ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიის გაძლიერება და გამჭვირვალობა, ქვეყნის განვითარების მთავარ ღერძად რჩება. ასევე, ექსპერტი აღნიშნავს იმასაც, რომ პარადოქსულია, რომ დასავლეთის პოლიტიკური წრეების ნაწილის მიერ საქართველოს წარმატებების უგულებელყოფა.
“საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული „პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში. ქვეყნის მაჩვენებლები აღემატება ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნის და ნატოსა თუ ევროკავშირის ათი წევრი სახელმწიფოს მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა არ ეფუძნება მხოლოდ ერთი კონკრეტული ორგანიზაციის შეფასებას. იგი აერთიანებს ისეთი გავლენიანი სუბიექტების მონაცემებს, როგორებიცაა გაერო, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტები. ეს კიდევ უფრო ზრდის რეიტინგის სანდოობას და მნიშვნელობას.
საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები მტკიცებულებაა იმისა, რომ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა სწორად არის ორიენტირებული: ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიის გაძლიერება და გამჭვირვალობა ქვეყნის განვითარების მთავარ ღერძად რჩება. თუმცა, პარადოქსულია, რომ დასავლეთის პოლიტიკური წრეების ნაწილი საქართველოს წარმატებებს ხშირად უგულებელყოფს, მაშინ როცა სწორედ მათი დაკვეთით ჩატარებულ კვლევებში იკვეთება ქვეყნის რეალური პროგრესი და ლიდერობა რეგიონში. ეს წინააღმდეგობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში ობიექტური მონაცემები ყოველთვის არ არის წამყვანი ფაქტორი. საქართველოს შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მცირე ქვეყანამ, დიდი გამოწვევების მიუხედავად, რეგიონში ლიდერის პოზიცია დაიმკვიდროს და საერთაშორისო ინდექსებში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენოს.” – წერს დავით ჩიხელიძე.
Previous: ევროკომისიის პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა, რაც “ქართული ოცნების”გუნდის პრაგმატული და მოქალაქის ინტერესებზე მორგებული მმართველობითი მოდელის ეფექტურობის დადასტურებაა
