საქართველო-თურქეთის მატჩს არგენტინელი არბიტრი განსჯის

18 ივნისს, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თურქეთს დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრას ფაკუნდო ტელიო განსჯის.
ტელიოს თანამშემწეები კი გაბრიელ ჩადი (არგენტინა) და ეზეკიელ ბრაილოვსკი (არგენტინა) იქნებიან, ხოლო VAR-ის ოთახიდან ალეხანდრო ერნანდესი (ესპანეთი) იმუშავებს.
შეგახსენებთ, “ჯვაროსნებისა” და თურქეთის დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ