საქართველო თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში დაემშვიდობა – მეოთხედფინალში ესპანეთი გერმანიის ნაკრებს შეხვდება

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.
მატჩის პირველ ტაიმში, სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა შეაგდო. ესპანეთის მხრიდან კი პირველი გოლი საქართველოს კარში შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე გავიდა. ესპანელებმა მატჩის მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლის გატანა შეძლეს და საბოლოოდ, ანგარიში ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.
შედეგად მეოთხედფინალში ესპანეთი გერმანიის ნაკრებს შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ