საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს. ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელსაც „ვენდისის“ აშშ-სა და 30 სხვა ქვეყნის ფრანჩიზების 2000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს „ვენდისი“ რესტორნების ქსელის დინამიური განვითარების, გაყიდვების რეკორდული ზრდის, სტუმრების ნაკადის მნიშვნელოვანი მატების, სწრაფი მომსახურების და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებისთვის დააჯილდოვეს. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე არსებული „ვენდისის“ რესტორნის გენერალური მენეჯერი ნათია ჩუბინიზე კი „ვენდისის“ საერთაშორისო ქსელის 200 ყველაზე წარმატებულ მენეჯერს შორის გამოარჩიეს და დააჯილდოვეს მომხმარებლისთვის რესტორანში სტუმრობის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფისა და მიღწეული შედეგებისთვის.
„”ვენდისი“ თავისი ისტორიის მანძილზე, რომელიც 1969 წელს დაიწყო ოჰაიოს შტატში, ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, თუ როგორ გაზარდოს ბრენდის ცნობადობა, სიყვარული და გააფართოოს მისი წარმომადგენლობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან ჩვენ შევძელით გაგვეზიარებინა საერთაშორისო “ვენდისისგან” ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები – საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. შესაბამისად, განსაკუთრებულად საამაყოა ის, რომ მსოფლიოში ცნობილი, ამერიკული, გლობალური კორპორაციის ფრანშიზის მფლობელებს შორის ჩვენ გამოგვარჩიეს და საქართველო 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს.“, – აცხადებს „ვენდისის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.
„„ვენდისმა“ უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა თავი საქართველოში. 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარება „ვენდისის“ სისტემაში, რომელიც აშშ-ს მიღმა მსოფლიო ბაზრებს მოიცავს, სადაც ლეგენდარული ამერიკული ბრენდის ფრანშიზის მფლობელები მრავალი წელია წარმატებით ფუქნციონირებენ, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად საამაყო შედეგია. შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ასობით ადამიანს, ვინც ბრენდის განვითარებაშია ჩართული. ჩვენ ეს წარმატება ერთად შევქმენით. 2024 წელს კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით შევხვდით. მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით „ვისოლ ჯგუფი“ 3000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად ერთად ვიზრუნებთ“, – აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
„ვენდისის“ ქსელის განვითარებით ადამიანებისთვის, ვისთვისაც „ვენდისში“ სტუმრობა საყვარელი ტრადიციაა ან ვინც დროშია შეზღუდული და Drive-Thru მომსახურების მიღება სწრაფად სურს, ახლა უფრო ხელმისაწვდომია რესტორნის ლოკაციები. „ვენდისი“ დღეს უკვე არამხოლოდ ქალაქების ცენტრალურ უბნებს, არამედ გარეუბნებსაც მოიცავს. მიწოდების სერვისით ერთგული მომხმარებლები 24/7-ზე სარგებლობენ. საკუთარი აპლიკაციით კი პროდუქტების წინასწარი შეკვეთა და გადახდაა შესაძლებელი. შეძენილ პროდუქტს კი რიგში დგომის გარეშე „ვენდისის“ ნებისმიერ რესტორანში მისვლისთანავე მიიღებთ.
„ვისოლ ჯგუფმა“ „ვენდისის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყო. 2024 წელს „ვენდისი“ საქართველოში 19 რესტორნით შეხვდა. 2023 წელს „ვისოლ ჯგუფმა“ „ვენდისის“ სამი, „დანკინის“ ცამეტი და „საბვეის“ თორმეტი რესტორანი გახსნა და ჯამში 1500-მდე ადამიანი დაასაქმა როგორც თბილისში, ისე რეგიონში. „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს მართავს, რომელიც ჯამურად „ვენდისის“, „დანკინის“ და „საბვეის“ 117 ობიექტს აერთიანებს.
(R)