“საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“ — ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
„მე დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის. საქართველო გზაჯვარედინზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“, — აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მეორე მოსმენით სესიაზე მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას ითვალისწინებს.
იმისათვის, რომ დეპუტატებმა თავისუფლად შესძლებოდათ საკანონმდებლო ორგანოს დატოვება, პარლამენტის ყველა ძირითად შესასვლელ ქუჩაზე ჩააყენეს სპეცრაზმი.
30 აპრილის საღამოს და პირველ მაისს, გამთენიისას, თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, ასევე არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.
-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 63 ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – მინდა, ერთხელ და სამუდამოდ მოვახერხოთ საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული