საქართველო ევროპაში მე-4 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტებისთვის ღამით უსაფრთხოდ გადაადგილებაა უზრუნველყოფილი

საქართველო ევროპაში მე-4 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტებისთვის ღამით უსაფრთხოდ გადაადგილებაა უზრუნველყოფილი
World of Statistics: საქართველო ევროპაში მე-4 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტებისთვის ღამით უსაფრთხოდ გადაადგილებაა უზრუნველყოფილი
სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.
გვერდზე World of Statics გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო მე-4 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას. ასევე ჩანს, რომ საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს.
Numbeo.com-ზე გამოქვეყნებული კვლევები და მონაცემები არ არის რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციის გავლენით მომზადებული.
ორგანიზაციის მონაცემები გამოყენებული იქნა ისეთი საერთაშორისო გამოცემების მიერ, როგორებიცაა BBC, Time, The Week, Forbes, The Economist, Business Insider, New York Times, The Telegraph და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ

საგამოძიებო კომისიაზე პირველი საქმის განხილვა დაიწყება, რომელსაც მამაჩემის, ბესო ხარძიანის გახმაურებული საქმე გახსნის – დიდი სიამოვნებით მივიღებ ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობას

რუმინულ მხარეს დავუდასტურეთ ის, რასაც ვეუბნებით ქართულ საზოგადოებასაც, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თუმცა, ასევე დავსვით კითხვა, მზად იქნება თუ არა ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის