საქართველო დაჩაგრულია, ევროკავშირის მხრიდან, ეს უსამართლო და ძალიან სამწუხაროა – შალვა პაპუაშვილი

საქართველო, რომელიც სთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ლიდერია, არის დაჩაგრული, ევროკავშირის მხრიდან ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული არ არის.
„რაც შეეხება ევროპული საბჭოს განცხადებებს და გადწყვეტილებებს, მისასალმებელია, რომ გვაქვს კლავ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამავე დროს, ვნახეთ გადაწყვეტილება, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაიხსნას მოლაპარაკებები. დღეის მდგომარეობით, არის გადაწყვეტილება უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს უსამართლობას გადაწყვეტილებებში. არაფერს ვამბობ ბოსნია და ჰერცეგოვინაზე, საქართველო, რომელიც სამივე ქვეყანასთან შედარებით აბსოლუტურად ყველა პარამეტრი ლიდერია, არის დაჩაგრული. ევროკავშირის მხრიდან ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა და აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ სამწუხაროდ, გადაწყვეტილებები არ არის დაფუძნებული დამსახურებაზე. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით ამ წლის განმავლობაში საბოლოო ჯამში, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მუშაობას, რათა ევროკავშირი დაარწმუნოს, დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული.
„უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ ყველა ობიექტური შეფასებით, მათ შორის, ევროკომისიის შეფასებითვე, საქართველო ამ სამ ქვეყანასთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებითაც შედარებით ლიდერია. ლიდერი არის დათქმების გარეშეც. ამ ცხრა დათქმიდან არცერთი რომ არ შევასრულოთ, მაინც ლიდერები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ლიდერია ყველა პარამეტრით, საქართველო და ქართველი ხალხი იჩაგრება უსამართლო გადაწყვეტილებებით. ეს არის სამწუხარო და ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება უპირველეს ყოვლისა, რასაც აკეთებს, მუშაობას იმაზე, რომ ევროკავშირი დაარწმუნოს, გადაწყვეტილებები იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული და სამართლიანი. რაც შეეხება ცხრა ნაბიჯს და ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ნაწილს, გვქონდა სამუშაო ფორმატები, რომელიც ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან განვიხილეთ, დაინიცირდა პროექტები და პირველი მოსმენით უკვე მიღებულია ყველა პროექტი, მიმდინარეობს მეორე და მესამე მოსმენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას

რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს?! რა ფასი აქვს დოკუმენტს იმ ინსტიტუტისგან, რომელიც თავისი მოწოდებებით, ეკონომიკური კოლაფსისა და რუსეთთან დაპირისპირებისთვის სწირავდა საქართველოს?!

ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე “ნიუსი” – მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო – ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი მეგობრის მამა. ისე, რანაირი გარეწარი, თვითლუსტრირებული და დაკომპლექსებული უნდა იყო ადამიანი, გასაშავებლად სხვას შენი თანამოაზრეობა დააბრალო